„გლობალიზაცია საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურას“

 გლობალიზაციის  პროცესი  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  განსხავებული პროგრესით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც  საშუალებას  მისცემს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებს შესძლონ  ისეთი პროცესების ინიცირება, რომლებიც ხელს შეუწყობენ საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებს მსოფლიოს მასშტაბით. 

აქედან განომდინარე, სხვა ქვეყნების მსგავსად გლობალიზაციის პროცესი ჩვენს  ქვეყანაშიც  ეტპობრივად მიმდინარეობს.განსაკუთრებით ეს პროცესი აისახება კულტურაზე, რომელიც  ვლინდება  მთელ საზოგადოებრივ ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში. გლობალური  გარემო დიდ გავლენას ახდენს ზოგადად ქართულ კულტურაზე, მენტალიტეტზე, ტრადიციებზე და  ა.შ.       ამის ნათელი დასტურია ქართული ცეკვაში, სიმღერაში და  ფოლკლორში ისეთი სიახლეების შემოტანა, რომელიც საფრთხეს უქმნის, ქვეყნის ეროვნულ საგანძურს, რაც საშუალებას იძლევა დავიწყებას მიეცეს ქართული ეროვნული და კულტურული მახასიათებლები. მაგალითისათვის:  ქართული ნაციონალური ბალეტის(სუხიშვილების) -„ასა ფართი“,  ქართული ტრადიციული სიმღერების  გადასხვაფერება,  ე.წ. „გარემიქსება“, ასევე სალაპარაკო ქართულ  ენაში  უცხო სიტყვები დამკვიდრება და ა.შ.   

 

 

გლობალიზაციის  პროცესს გააჩნია, როგორც ნეგატიური ისე პოზიტიური შედეგები.  ნეგატიური შედეგი გამოიკვეთება , როდესაც ხდება სხვადასხვა კულტურის და ტრადიციების  ხელოვნური შერწყმა, რაც იწვევს  გაერთგვაროვნებას და სტანდარტიზაციას.  მეორეს მხრივ,  განვითარებადი ქვეყნებისათვის(საქართველოსათვის) ეს პროცესი პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგანაც შესაძლებლობა ეძლევათ  საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ მსოფლიოში.

ამრიგად, ეროვნული იდეოლოგიის იგნორირება, რაც გულისხმობს ეროვნული და კულტურული წეს-ჩვეულებების უგულებელყოფას, ერთ-ერთ ხელისშემწყობ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე გლობალური პროცესებისა, რომელიც  რიგი ქვეყნების ფონზე დადებითი შედეგის მომტანია, რაც გულისხმობს თავიანთი ტრადიციული და კულტურული მახასიათებლების გასხვისებას სხვა ქვეყნებისათვი. ხოლო, რიგი ქვეყნების გათვალისწინებით უარყოფითი შედეგის მომტანია, რაც გამოიხატება ეროვნული იდეოლოგიის დავიწყებით, დაკარგვით.

 

                                                                                                         გვანცა საბაშვილი

Leave a comment